четверг, 19 февраля 2015 г.


Картинки по запросу ათენი

                                           საბერძნეთი-აი          


ათენი (ბერძნ. Αθήνα [a'θina]) — საბერძნეთის დედაქალაქი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ქალაქი. თანამედროვე ათენი დიდი და კოსმოპოლიტი ქალაქია; ძველი ათენი ძლიერი დამოუკიდებელი ქალაქი და განათლების ცენტრი იყო. ქალაქს სახელი ძველი ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთი ათენას პატივსაცემად დაერქვა. მისი გეოგრაფიული კოორდინატებია 38°00′N 23°43′E (38.00°, 23.72°).
საბერძნეთის დროშაათენის აგლომერაციაში დაახ. 3,9 მილიონი ადამიანი სახლობს. ის საბერძნეთის წამყვანი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრია. ძველ ათენს ხშირად დასავლეთის ცივილიზაციის აკვნად მოიხსენიებენ მისი კულტურული და პოლიტიკური მიღწევების გამო ძვ.წ. მე-4 და მე-5 საუკუნეებში. ამ მემკვიდრეობის წყალობით მას უამრავი უძველესი ნაგებობა, მონუმენტი და ხელოვნების ნიმუში შემორჩა, რომელთა შორის ყველაზე განთქმულია აკროპოლისის პართენონი — დღემდე მოღწეული კლასიკური ბერძნული ხელოვნებისა და არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუშთაგანი. ეს და სხვა მრავალი კულტურული ღირსშესანიშნაობა რესტავრირებულ იქნა 2004 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის

სახელი[რედაქტირება]

ძველ ბერძნულში ქალაქის სახელი იყო Ἀθῆναι-ათენაი, Ἀθηνά-ათენა-ს მრავლობითი ფორმა, ქალღმერთი ათენას ბერძნული სახელი. ქალაქის სახელი მრავლობითში გამოიყენებოდა Θῆβαι-თებაი (თებე) და Μυκῆναι-მიკენაი (მიკენა) სახელების მსგავსად, ვინაიდან ის რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. მე-19 საუკუნეში ძველი სახელი ფორმალურად ისევ შემოღებულ იქნა. 1970-იანებში კათარევუსას გაუქმების შემდეგ ქალაქის პოპულარული სახელი ათინაი დაბრუნებულ იქნა.


ღირსშესანიშნაობანი

პროპილეები

პროპილეები შესასვლელს ნიშნავს. აგებულია არქიტექტორ მნესიკლესის მიერ ძვ. წ. 437-432 წწ-ში.ეს არის გამჭოლი ფანჩატური, რომელიც ორი მხრიდან გახსნილია სვეტებით და ორქანობა სახურავითაა გადახურული.აქედან შედიოდნენ აკროპოლისის მოედანზე.

პინაპოთეკა

Картинки по запросу ათენიპინაპოთეკა ძველ საბერძნეთში ფერწერულ ნამუშევართა საცავს წარმოადგენდა. ეს იყო ყრუ კედლებით შემოსაზღვრული მასიური შენობა.

ნიკე აპთეროსის ტაძარი

ნიკე აპთეროს უფრთო ნიკეს ნიშნავს. მცირე ზომის პატარა, მსუბუქი და მოხდენილი ტაძარი აგებულია არქიტექტორ კალიკრატესის მიერ ძვ.წ 427-421 წწ-ში.

პართენონი

აკროპოლისის მთავარი ტაძარი აგებულია აქტინოსისა და კალიკრატესის მიერ ძვ.წ 447-438 წწ-ში. თბილი, მოყვითალო ფერის მარმარილოსაგან ნაგები ყოველმრივ სვეტებით გარშემორტყმული ტაძარი ათენას სახელობისაა და ზომით ყველაზე დიდ ნაგებობას წარმოადგენს ამ ანსამბლში.

ერეხთეიონი

ძვ.წ 421-406 წწ-ში აგებული პართენონთან შედარებით მომცრო, ასიმეტრიული ერეხთეიონი, მოხდენილი პროპორციებით ხასიათდება.

ათენის აკროპოლისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
ათენის აკროპოლისი — აკროპოლისი ქალაქ ათენში. მდებარეობს 156-მეტრიან კლდოვან ბორცვზე. 1987 წელს იუნესკომ ძეგლი შეიყვანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ისტორია[რედაქტირება]

მიკენის პერიოდში (ძვ. წ. XV-XIII სს.) წარმოადგენდა გამაგრებულ სამეფო რეზიდენციას. ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებში აკროპოლისში ფართომასშტაბიანი მშენებლობა დაიწყო. ტირან პისისტრატეს დროს (ძვ. წ. 560-527 წწ.) სამეფო სასახლის ადგილზე აშენდა ქალღმერთათენას ტაძარი. ძვ. წ. 480 წელს ბერძენ-სპარსელთა ომების დროს აკროპოლისი დანგრიეს სპარსელებმა.
ძვ. წ. 447 წელს პერიკლეს ინიციატივით აკროპოლისზე იწყება ახალი სამშენებლო ეტაპი. მშენებლობას ხელმძღვანელობს ცნობილი ბერძენი არქიტექტორი ფიდიასი.





Комментариев нет:

Отправить комментарий